აკადემია UNIKO: საქართველოს ახალგაზრდები გაეროს საერთაშორისო კონფერენციაზე – მომავლის ლიდერები ნიუ-იორკში
„აირჩიე UNIKO – და შენი მომავალი დაიწყება დღეს!“ – UNIKO აკადემია კიდევ ერთხელ ამტკიცებს თავის გამორჩეულობას. აკადემიის მოსწავლეები ამჯერად აშშ-ში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პლატფორმაზე – გაეროს საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფებიან. კონფერენცია ნიუ-იორკში ტარდება და მასში მონაწილეობა ახალგაზრდებისთვის უნიკალური შანსია, გახდნენ გლობალური საზოგადოების აქტიური წევრები.
ინოვაცია, ინსპირაცია და ახალი ჰორიზონტები
UNIKO-ს მოსწავლეებმა მიიღეს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ ინტელექტუალურ დისკუსიებში, დაესწრონ გლობალური ლიდერების გამოსვლებს და გაეცნონ ახალგაზრდების იდეებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ეს არა მხოლოდ პროფესიული, არამედ პიროვნული განვითარებისთვის იყო ისტორიული გამოცდილება – სწორი ნაბიჯი მათ ლიდერულ გზაზე.
UNIKO-ს დამფუძნებელი და დირექტორი, ქალბატონი მზია მამაგულაშვილი, აღნიშნავს:
„გაეროს საერთაშორისო კონფერენცია ნიუ-იორკში ჩვენი მოსწავლეებისთვის გამორჩეული, ინსპირაციული გამოცდილებაა. მათ აქვთ უნიკალური შანსი, გაეცნონ მრავალეროვნულ ინტელექტუალურ გარემოს, შეხვდნენ მსოფლიო ლიდერებს და ჩამოაყალიბონ საკუთარი ხედვა გლობალურ საკითხებზე.“
კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ კონსულთან, ქალბატონ მაია ბართაიასთან. კონსულთან გულთბილი და გულახდილი დიალოგი დიდ შთაბეჭდილებას მოახდინა აკადემიის მოსწავლეებზე.
ქალბატონმა მაიამ ისაუბრა საკონსულოს საქმიანობაზე, ემიგრანტების მხარდაჭერაზე და აშშ-ში მცხოვრები ქართველების პრობლემებზე. შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ ახალგაზრდებმა პირადად გაიგეს, როგორი მნიშვნელობა აქვს დიპლომატიას, პასუხისმგებლობასა და სერვისზე ორიენტირებულ სახელმწიფოს.
რატომ UNIKO?
UNIKO-ს მიზანია, არ ჩამორჩეს თანამედროვე მსოფლიოს ტემპს – პირიქით, გააღვივოს ლიდერობა, კრიტიკული აზროვნება და გლობალური მოქალაქეობის შეგნება ახალგაზრდა თაობაში. ეს არ არის მხოლოდ განათლება – ეს არის გზა, რომელიც მომავლის კარიერამდე მიდის.
UNIKO – იქ, სადაც შენი შესაძლებლობები რეალობად იქცევა!
შენ შეგიძლია, იყო მომავალი ლიდერი – უბრალოდ გაბედე, აირჩიე სწორი გზა და გახდი UNIKO-ს აკადემიური ოჯახის წევრი!