პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებადღეს წმიდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას ხსენების დღეა

დღეს წმიდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას ხსენების დღეა

28 ივლისს ( ძვ. სტ. 15 ივლისს) მართმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ხსენებას წმიდა მოწამეთა კვირიკესი და ივლიტასი.

წმიდა მოწამენი, კვირიკე და ივლიტა, მცირე აზიის ქ. იკონიაში (ლიკაონის მხარე) ცხოვრობდნენ. წმიდა ივლიტა, წარმოშობით, კეთილშობილი ოჯახიდან იყო. იგი ადრე დაქვრივდა და თავის 3 წლის ბავშვს, კვირიკეს, მარტო ზრდიდა. ივლიტა ქრისტიანი იყო. დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნა რომ დაიწყო, ივლიტა, ყრმა კვირიკესთან და 2 ერთგულ მონა ქალთან ერთად, ქალაქიდან წავიდა, დატოვა რა თავისი სახლი, ქონება და მონები.

მათხოვრის სახით, იგი, თავდაპირველად, სელევკიაში იმალებოდა, შემდეგ კი – ტორსში. დაახლოებით 305 წელს წმიდა ივლიტა იცნეს, შეიპყრეს და მმართველ ალექსანდრეს სამსჯავროზე წარადგინეს. უფლის მიერ მხნეობამიცემული ივლიტა უშიშრად პასუხობდა მსაჯულთა კითხვებს და თავის სარწმუნოებას მტკიცედ აღიარებდა. მმართველმა ბრძანა, წმინდანი კეტებით ეცემათ. წამების დროს წმიდა ივლიტა იმეორებდა: ”მე ქრისტიანი ვარ და არ შევწირავ მსხვერპლს ეშმაკებს.”

პატარა კვირიკე ტიროდა, დედის ტანჯვას რომ უყურებდა და მისკენ მიიწევდა. მმართველი ალექსანდრე ცდილობდა, მოფერებოდა პატარას, მაგრამ იგი გაურბოდა მას და ყვიროდა: ”გამიშვით დედასთან, მე ქრისტიანი ვარ”. მმართველმა ბავშვი ფიცარნაგის სიმაღლიდან ქვის საფეხურებზე ისროლა. ბიჭუნა საფეხურებზე ჩაგორდა და სული განუტევა. დედამ, იხილა რა თავისი დასისხლიანებული შვილი, მადლობა შესწირა უფალს, რომ მან ღირს-ყო პატარა, მოწამის გვირგვინით შეემკო თავი. მრავალი სასტიკი წამების შემდეგ, წმიდა ივლიტას ხმლით თავი მოჰკვეთეს.

კვირიკესა და ივლიტას წმიდა ნაწილები წმიდა მოციქულთასწორი მეფის, კონსტანტინეს (+337, ხს. 21 მაისს), დროს იქნა მოპოვებული. მათ სახელზე კონსტანტინეპოლში აიგო მონასტერი, იერუსალიმის მახლობლად კი – ტაძარი. ხალხის რწმენით, წმიდა კვირიკესა და ივლიტას ევედრებიან ოჯახური ბედნიერებისა და ავადმყოფი ბავშვების განკურნებისთვის.

ტროპარი:

მოწამეთა შენთა, უფალო, კვირიკე და ივლიტამ ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩვენისა, რამეთუ აქუნდა მათ შენ მიერ ძალი და მძლავრი დაამხუეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი. მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩვენნი. ამინ.

  VIDEO: მისი ყოველი თმის ღერი მიყვარდა. უეცრად გარდაიცვალა. მუდამ შეყვარებული ვარ და ეს მაბედნიერებს - ნანა შელია

კონდაკი:

მკლავთა ზედა ეტვირთა ქრისტეს მოწამე კვირიკე ივლიტას და განხმობილნი სტადიონსა შინა ხმობდა სიხარულით: ქრისტე არს ჭეშმარიტად სიქადულ მოწამეთა.

ასევე წაიკითხეთ:  სულ მეშინია, ჩემი მოგონებებიდან მამაჩემის სახე არ წაიშალოს.. უშეცდომო ცხოვრება ძალიან უინტერესო იქნებოდა“ – ნანკა კალატოზიშვილი

4 ქალის ისტორია, რომელთა საფლავებთან მიახლოება დღემდე ეშინიათ

დაგაინტერესებთ: არ მოტყუვდეთ❗️Greentest-ის მსგავსი ტესტერები არ ზომავს ნიტრატების რაოდენობას – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება

ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი