პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაჩაქვში, საავიაციო ძებნა-შველის მასშტაბური სიმულაციური სწავლება ჩატარდა

ჩაქვში, საავიაციო ძებნა-შველის მასშტაბური სიმულაციური სწავლება ჩატარდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, მიხეილ სარჯველაძესთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, სულხან თამაზაშვილთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ დაბა ჩაქვში ჩატარებულ, საავიაციო ძებნა-შველის უწყებათაშორის მასშტაბურ, მრავალკომპონენტიან სიმულაციურ სწავლებას დაესწრო. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ, წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით, სწავლების დაწყებისთანავე, სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილმა თვითმფრინავმა ზღვის სანაპიროსთან ავარიული დაშვება განახორციელა, რის შემდეგაც, სიმულაციური სწავლების სცენარით გათვალისწინებული სამაშველო მოქმედებები წარიმართა.

სიმულაციური სწავლების მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის თანამშრომლებმა, ასევე, ღონისძიებაში ჩართულმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა, ყველა იმ აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირება მოახდინეს, რაც საავიაციო ძებნა-შველის ოპერაციის დროს ხორციელდება.

უწყებათაშორის სიმულაციურ სწავლებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი და სწავლებაში ჩართული სხვა უწყებების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

ასევე წაიკითხეთ:  სულ მეშინია, ჩემი მოგონებებიდან მამაჩემის სახე არ წაიშალოს.. უშეცდომო ცხოვრება ძალიან უინტერესო იქნებოდა“ – ნანკა კალატოზიშვილი

4 ქალის ისტორია, რომელთა საფლავებთან მიახლოება დღემდე ეშინიათ

დაგაინტერესებთ: არ მოტყუვდეთ❗️Greentest-ის მსგავსი ტესტერები არ ზომავს ნიტრატების რაოდენობას – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება

ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  საქართველოს თავდაცვის ძალებში რთულ რელიეფზე მარშირებაში ტურნირი გაიმართა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი