ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიყველს კოშმარების გამოწვევა შეუძლია? - რა დაადგინეს მეცნიერებმა

ყველს კოშმარების გამოწვევა შეუძლია? – რა დაადგინეს მეცნიერებმა

ღამით ყველის მიღებასა და სიზმრებს შორის, ერთი შეხედვით, კავშირი არ უნდა იყოს. ამის მიუხედავად, ზოგი ადამიანი მეორის მიზეზად სწორედ პირველს ასახელებს, მაგრამ ეს საკითხი მეცნიერულად ნაკლებადაა შესწავლილი.

მონრეალის უნივერსიტეტში მომუშავე ტორ ნიელსენმა თავის გუნდთან ერთად ამ ორი ფაქტორის ურთიერთდამოკიდებულების გამოკვლევა გადაწყვიტა. მათ ფსიქოლოგიის მიმართულების 1082 სტუდენტს ონლაინ გამოკითხვა ჩაუტარეს, რომელიც მათ კვებით ჩვევებს, ძილის ხარისხსა და სიზმრებს, განსაკუთრებით კოშმარებს, ეხებოდა. ასევე, მონაწილეებს უნდა შეეფასებინათ, როგორ მოქმედებს მათ ძილსა და სიზმრებზე კონკრეტული საკვები ან ჭამის დრო.

ასევე წაიკითხეთ: 4 ქალის ისტორია, რომელთა საფლავებთან მიახლოება დღემდე ეშინიათ

სტუდენტების მხოლოდ 5.5% ფიქრობდა, რომ საკვების ტიპსა და მისი მიღების დროს სიზმრებზე გავლენა არ ჰქონდა. დანარჩენმა მონაწილეებმა ძილის ცვლილებებთან რძის პროდუქტების ან ტკბილეულის გვიან ჭამა დააკავშირეს. მათი 31% კოშმარებს დესერტებს აბრალებდა, ხოლო 22% — რძის პროდუქტებს.

მეცნიერებმა მჭიდრო ასოციაცია გამოავლინეს ლაქტოზის აუტანლობას/საკვების მიმართ ალერგიებს, კოშმარებსა და ცუდი ხარისხის ძილს შორისაც. სავარაუდო მიზეზი ისაა, რომ ამ დროს საჭმლის მომნელებელ სისტემაში აირები გროვდება და ტკივილს იწვევს, რაც ძილს არღვევს. აქედან ასკვნიან, რომ რაციონის შერჩევისას მსგავსი პრობლემების გათვალისწინება, შესაძლოა, უკეთესად გამოძინებაში დაგვეხმაროს.

“კოშმარები უფრო შემაწუხებელი იმ ადამიანებშია, რომელთაც ლაქტოზის აუტანლობა, კუჭ-ნაწლავის მწვავე პრობლემები და ძილის დარღვევა აქვთ. ეს ლოგიკურიცაა, რადგან ვიცით, რომ სხეულებრივ შეგრძნებებს სიზმრებზე ზემოქმედება შეუძლია. კოშმარები ძალიან დამაზიანებელია — განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ისინი ხშირია, რადგან ამის გამო ადამიანს დისფორიულ მდგომარეობაში ეღვიძება. შესაძლებელია, შედეგად ძილის არიდების ჩვევებიც ჩამოყალიბდეს. ორივე ასეთი სიმპტომი მშვიდ ძილში გვიშლის ხელს”, — აცხადებს ტორ ნიელსენი.

წაიკითხეთ: ცნობილია, რა განაჩენი გამოუტანა სააპელაციომ კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულს

ავტორები ამბობენ, რომ არაჯანსაღად კვება და გვიან ჭამა ძლიერ კოშმარებთან ასოცირდება და სიზმრების გახსენებასაც ართულებს. ჯანსაღი პროდუქტების მიღებასა და გვიან ჭამისგან თავის შეკავებას ამის საპირისპირო ეფექტი აქვს.

  15 წლის ასაკში ხატვა დავიწყე უბრალო შავი ფანქრით, დილამდე ვხატავდი…” – ინტერვიუ ჰიპერრეალისტ მხატვარ ლაზარე გელაშვილთან

მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში ეს კავშირები გამოიკვეთა, ის მაინც კითხვარებზე მონაწილეთა პასუხებს ემყარება და რაიმე რეალურ მექანიზმს არ ავლენს. მეცნიერების თქმით, მეტის გასაგებად უფრო ბევრი ადამიანის შესწავლაა საჭირო, რომლებიც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში იქნებიან. ასევე, სამომავლო კვლევისთვის განიხილავენ, რომ ადამიანთა ერთ ნაწილს ღამით ყველი მიაღებინონ, მეორე კი კონტროლ ჯგუფი იყოს და სხვა პროდუქტს იღებდეს. ეს იმის დადგენაში დაგვეხმარება, მართლაც იწვევს თუ არა კოშმარებს ყველი და სხვა მსგავსი საკვები.

წყარო: on.ge

დაგაინტერესებთ: არ მოტყუვდეთ❗️Greentest-ის მსგავსი ტესტერები არ ზომავს ნიტრატების რაოდენობას – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება

ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

 

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.