შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბები„ბოლომდე მოვუსმინე, თან ვღრიალებდი და ასე შევედი კლინიკაში ...“

„ბოლომდე მოვუსმინე, თან ვღრიალებდი და ასე შევედი კლინიკაში …“

2023 წლის 21 ივნისს მოსკოვში უნიჭიერესი ქართველი მომღერალი, ლევან კბილაშვილი სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლევან კბილაშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ყველა მის ახლობელს, გულშემატკივარს და ქართულ საზოგადოებას თავზარი დასცა.

გარდაცვლილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ლევანთან დაკავშირებულ პოსტებს პერიოდულად აქვეყნებს. გთავაზობთ მორიგ სტატუსს, რომელიც ლევანს და ანსამბლ ოდას უკავშირდება:

„ კლინიკაში მიმავალ გზაზე რატომღაც ინსტინქტურად სალომემ რადიოს ხმას მოუმატა და თითქოს სპეციალურად, დენმა დამარტყა, ამ ხნის მანძილზე პირველად მოვისმინე ლევანიკოს ნამღერი რადიოს ერთ-ერთი ეთერიდან. მომენტალურად გათიშა, მაგრამ ვთხოვე აუწიე -მეთქი. ბოლომდე მოვუსმინე, თან ვღრიალებდი და ასე შევედი კლინიკაში თვალცრემლიანი. სახლში დაბრუნებულმა ეს ვიდეო ვნახე.

რა უნდა ვთქვა აღარ ვიცი… რა ქნა, როგორ იცხოვრა, როგორ შეიყვარა ამდენი ადამიანი და როგორ შეაყვარა თავი ამდენ ადამიანს. განსაკუთრებით მათ, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია მასთან შეხვედრის საშუალება. ეს ბიჭები კი პეტერბურგში გაიცნო . მის მერე დღემდე ლევანიკო მათთან ერთადაა . მადლობა ბიჭებო მადლობა იმისთვის, რომ არაფერია იმაზე ძვირფასი და ღირებული, რასაც ადამიანობა ჰქვია,რასაც მეგობრობა ჰქვია.ამ ყველაფერს ფასი არა აქვს ჩემთვის შეუფასებელია თქვენი და ყველა იმ ადამიანის სიყვარული ჩემი შვილის მიმართ, ვისთვისაც ლევანიკო ისევ აქ და ჩვენთან , ყველა თქვენგანის გვერდით არის, გაიხარეთ. გულით დაგლოცავთ ლევანიკოს და ყველა თქვენგანის დედა“, – წერს მელიტა ფურცელაძე.

ვიდეოს სანახავად გადადით აქ: 

 

დაგაინტერესებთ: არ მოტყუვდეთ❗️Greentest-ის მსგავსი ტესტერები არ ზომავს ნიტრატების რაოდენობას – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება

ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს ქობულეთში ბინა აჩუქა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი