საქართველო მომავალ წელს რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. აღნიშნულ ფაქტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“მომავალ წელს საქართველოში ჩამოვლენ ნაკრებები, რომლებიც ამჟამად იტალიაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობენ – სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, ახალი ზელანდია, ინგლისი, არგენტინა, ავსტრალია, უელსი, იტალია, ირლანდია, შოტლანდია და ესპანეთი.
ასევე, მათ დაემატება ოთხი ქვეყანა – ფიჯი, აშშ, იაპონია და ურუგვაი”, – წერს ირაკლი კობახიძე.
2026 წელს 20-წლამდელთა ჩემპიონატი თბილისსა და ქუთაისში ჩატარდება. ჩემპიონატში 16 გუნდი იასპარეზებს.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). „საქართველოში ჩამოვლენ ნაკრებები, რომლებიც ამჟამად იტალიაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობენ. მათ დაემატება ოთხი ქვეყანა – ფიჯი, აშშ, იაპონია და ურუგვაი“ – ირაკლი კობახიძე. 18 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველოში-ჩამოვლენ-ნ/
