შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბებისასწრაფო დახმარების ჯგუფმა ორსული მანქანაში ამშობიარა

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ორსული მანქანაში ამშობიარა

„რუსთავის რაიონული სამსახურის ბრიგადამ მანქანაში მშობიარობა მიიღო.
საჭიროებიდან გამომდინარე, სასწრაფო დახმარების ბრიგადები ზოგჯერ მეზობელ ფილიალებსაც ეხმარებიან.

რუსთავის რაიონული სამსახურის მე-4 ბრიგადას გამოძახებაზე გასვლა მეზობელ რაიონში მოუწია.

გამოძახება ლოზუნგით-მშობიარობა.

ადგილზე მისულ ბრიგადას ორსული ქალბატონი მუცლის მოვლითი ტკივილებით დახვდა.

პარამედიკოსი ანა კაპანაძის გადმოცემით, მან მყისიერად შეაფასა პაციენტის მდგომარეობა და სწრაფად შეათანხმა ჰოსპიტალიზაცია. ტრანსპორტირების პროცესში მუცლის ტკივილმა იმატა და დაეწყო მშობიარობა, რის გამოც საჭირო გახდა მანქანის შეჩერება და ბრიგადის წევრების პროფესიონალიზმის დამსახურებით დაიბადა ჯანმრთელი გოგონა, რომელმაც მაშინვე იტირა.
აღსანიშნავია, ის ფაქტი რომ ბრიგადის წევრებისთვის ეს მანქანაში მშობიარობის მიღების პირველი შემთხვევა გახლდათ.

დედაც და ახალშობილიც სტაბილური მდგომარეობით რუსთავის ერთ-ერთ სამშობიაროში იქნენ გადაყვანილნი“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

  „შენი ღიმილი, ყველასგან განსხვავებული და მუდამ მომხიბვლელია“ – შორენა ბეგაშვილი სანაპიროზე გადაღებულ კადრებში ძალიან ლამაზია
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი