პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„ჩვენ არ ვეთანხმებით სირიის დაყოფას - თურქეთი არ დაუშვებს სირიის დაყოფას“...

„ჩვენ არ ვეთანხმებით სირიის დაყოფას – თურქეთი არ დაუშვებს სირიის დაყოფას“ – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

„თურქეთი არ დაუშვებს სირიის დაყოფას“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელის ქმედებები აჩვენებს, რომ მას არ უნდა მშვიდობა. 

„ჩვენ არ ვეთანხმებით სირიის დაყოფას. ისინი, ვინც ოცნებობენ სირიის ტერიტორიული მთლიანობის დაზიანებაზე, განსაკუთრებით სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის კორიდორის გახსნას, ვერ შეძლებენ მიზნების მიღწევას. ეს არის უმართავი, უპრინციპო, ტერორისტული სახელმწიფო. ახლა ისრაელის აგრესია ჩვენი რეგიონის მთავარი პრობლემაა. ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით სირიაში, განსაკუთრებით სუვეიდაში მიმდინარე მოვლენებს““, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარი გამართა სირიის პრეზიდენტთან, აჰმად ალ-შარაასთან. საუბრისას ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სირიაზე ისრაელის თავდასხმები მიუღებელია. ერდოღანმა აღნიშნა, რომ ანკარა მიესალმება სირიაში დრუზებთან მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  ინდოეთი აშშ-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებს Javelin-ის რაკეტების ინდოეთში წარმოების დაწყებაზე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი