ონკოლოგი საზოგადოებას აფრთხილებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

კლინიკური ონკოლოგი, ელენე მარიამიძე, გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს, რატომ არ არის სასურველი ძალიან ცხელი ყავისა და ჩაის მირთმევა:

„ჩაის შემთხვევაში, ორი მარტივი წესია – რომ ჩამოვასხამთ, 10 წუთის განმავლობაში არ უნდა მივიღოთ. კვირაში ერთხელ ეს ისეთი მავნე არ იქნება. თუმცა, რუტინად ქცეული არ უნდა იყოს. მაგალითად, ირანში კულტურული წესია, რომ ყველა სტუმარს ცხელი სითხეებით უმასპინძლდებიან.

ეს წლების განმავლობაში გრძელდება, რაც, სამწუხაროდ, ონკოლოგიური დაავადებების განვითარების ერთ-ერთი რისკია. მარტივად რომ ვთქვათ, ჭიქას რომ ხელს ვერ მოვკიდებთ, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ცხელია და ტემპერატურა უსაფრთხო არ არის. ჩამოსხმიდან 10 წუთი უნდა დაველოდოთ.

ასევე, ჭიქა ძალიან ცხელი არ უნდა იყოს. ყურადღება უნდა მივაქციოთ ჭურჭელს, რომელშიც ცხელ სითხეს ვასხამთ, რომ ის ამ მიზნისთვის იყოს გათვლილი”.

- Advertisement -
Ad imageAd image

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ონკოლოგი საზოგადოებას აფრთხილებს. 17 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ონკოლოგი-საზოგადოებას-აფ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi