ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალიშინაგან საქმეთა მინისტრმა გორში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი და დაშავებული პოლიციელები მოინახულა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გორში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი და დაშავებული პოლიციელები მოინახულა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ გორში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი და დაშავებული პოლიციელები მოინახულა.

მინისტრმა დაზარალებული სამართალდამცველების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო. გეკა გელაძე კლინიკაში მოთავსებულ პოლიციელებს გაესაუბრა და მათ გამოჯანმრთელება უსურვა.

მინისტრთან ერთად, დაზარალებული სამართალდამცველები პირველმა მოადგილემ, როლანდ მესხმა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, კახაბერ მურადაშვილმა მოინახულეს.

მიმდინარე წლის 16 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებზე, რამდენიმე მოქალაქის მხრიდან თავდასხმა განხორციელდა. მომხდარის შედეგად, სამ პოლიციელს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს, ხოლო ერთს სახის არეში სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მომხდართან დაკავშირებით, ბრალდებულის სახით, 5 პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

  ბირთვული მასალის, კერძოდ, ურანის უკანონო გასაღებისა და შეძენის ფაქტზე დაკავებულია საქართველოს 1 და უცხო ქვეყნის 1 მოქალაქე - სუსმა ტრანსნაციონალური დანაშაული აღკვეთა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი