საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „მტკვარი ჰესის“ სახელზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა.
„მტკვარი ჰესი“ მდებარეობს ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, მისი დადგმული სიმძლავრე 54,1 მგვტ-ს შეადგენს. ჰიდროელექტროსადგური 3 ძირითადი აგრეგატისგან შედგება, რომელთაგან 2 აგრეგატის დადგმული სიმძლავრეა 26,5 მგვტ, ხოლო 1 აგრეგატის – 1,1 მგვტ.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. სემეკმა „მტკვარი ჰესზე“ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%99%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%a2%e1%83%99%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%b0%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%96%e1%83%94/
sheniekimi.ge/ambebi
