1966 წლის 11 იანვარი თბილისის ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია. სწორედ ამ დღეს, თბილისის მეტროს “დიდუბე- რუსთაველის” 6,5 კმ-იანი მონაკვეთი ოფიციალურად გაიხსნა. მეტროპოლიტენის გახსნა მნიშნველოვანი მოვლენა იყო იმ დროს თბილისელებისთვის და ქალაქის სტუმრებისთვის. “მე, როგორც თბილისის მოტრფიალეს, უეჭველად მახარებს ქართული მეტროს დაბადება. გამოგიტყდებით, არც კი მჯეროდა, თუ კონკიდან მეტრომდე ასე მცირე დრო დაგვჭირდებოდა” – ამბობდა ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი ვასო გოძიაშვილი.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია