შოვში 2023 წლის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი შენდება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
შოვი

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შოვში, ე.წ. რკინის წყლის მიმდებარედ, 2023 წლის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, მემორიალი შენდება.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მემორიალის სამშენებლო პროცესს ადგილზე გაეცნო საქართველოს პარლამენტის წევრ გოჩა ენუქიძესთან და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან ერთად.

“მემორიალი 2023 წლის 3 აგვისტოს სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად შენდება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება და მისი დასრულება 2025 წლის აგვისტოშია დაგეგმილი ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაგეგმილი აქვს, სტიქიის შედეგად დაზიანებული, შოვამდე მისასვლელი ორი ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია”, – ნათქვამია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). შოვში 2023 წლის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი შენდება. 11 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/შოვში-2023-წლის-სტიქიის-დროს-დ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi