პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალიდაკავებულია 4 პირი - თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

დაკავებულია 4 პირი – თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს, ვაკე-საბურთალოს, ისანი-სამგორის და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების მომზადებისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1998 წელს დაბადებული თ.ე., 2007 წელს დაბადებული, ბელორუსის მოქალაქე გ.ა. და წარსულში ნასამართლევი კიდევ ორი პირი – 2003 წელს დაბადებული თ.ჭ. და 1984 წელს დაბადებული კ.თ. დანაშაულები 20-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან, სარეალიზაციოდ განთავსებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ალფა პვპ“, „ამფეტამინი“და „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე ტერცია,18-260-ე ტერცია და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
  ვინ არის და რაშია ბრალდებული საქართველოს მოქალაქე, „კრიმინალური ავტორიტეტი“, რომელიც ჩეხეთმა აშშ-ს გადასცა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი