ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბრით უკმაყოფილოა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრით უკმაყოფილოა.

თეთრი სახლის ლიდერის უკმაყოფილება პუტინის მიერ უკრაინის შესახებ პოზიციითაა გამოწვეული.

„ჩვენ ბევრი რამ განვიხილეთ, მათ შორის ირანი. ჩვენ აგრეთვე უკრაინაში ომის შესახებ ვისაუბრეთ, და მე უკმაყოფილო ვარ. დღეს ჩვენ მასთან პროგრესს ვერ მივაღწიეთ“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, სატელეფონო საუბარი „საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა“.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბრით უკმაყოფილოა. 4 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ტრამპი-პუტინთან-სატელეფო/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi