მარიხუანასა და კანაფთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მკაცრდება – კანონი დამტკიცებულია

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

მარიხუანასა და კანაფთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მკაცრდება – კანონი დამტკიცებულია

პარლამენტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომლის მიხედვით, მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მკაცრდება.

მიღებული გადაწყვეტილებით, მცირე ოდენობით კანაფის – ათ გრამამდე, მარიხუანის – გამომშრალის ხუთ გრამამდე, ხოლო ნედლის ათ გრამამდე შეძენა-შენახვა-გადაზიდვის პირველი შემთხვევა ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას გამოიწვევს. განმეორების შემთხვევაში, შეძენა-შენახვა-გადაზიდვა-გადაგზავნა გამოიწვევს სასჯელის სახით ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ან თავისუფლების ერთ წლამდე ვადით აღკვეთას.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანაფის შემთხვევაში – ათი გრამიდან 155 გრამამდე, გამომშრალი მარიხუანის შემთხვევაში – ხუთი გრამიდან 70 გრამამდე, ხოლო ნედლი მარიხუანის შემთხვევაში ათი გრამიდან 150 გრამამდე შეძენა-შენახვა – ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო უკანონოდ დამზადება, წარმოება, გადაგზავნა ან გადაზიდვა 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გამოიწვევს.

- Advertisement -
Ad imageAd image

რაც შეეხება დიდი ოდენობით მცენარე კანაფის (155-დან 750 გრამამდე), მარიხუანის – გამომშრალის შემთხვევაში 70-დან 250 გრამამდე, ხოლო ნედლის შემთხვევაში 140-დან 500 გრამამდე შეძენა-შენახვას, ეს გამოიწვევს 5-დან 8 წლამდე პასუხისმგებლობას, ხოლო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა და გადაგზავნა – 6-დან 9 წლამდე.

განსაკუთრებულ დიდი ოდენობის შემთხვევაში, რაც გულისხმობს მცენარე კანაფის 750 გრამიდან და მეტს, მარიხუანის – გამომშრალის შემთხვევაში 50 გრამიდან და მეტს, ხოლო ნედლის შემთხვევაში 500 გრამიდან და მეტს, შეძენა-შენახვა გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მარიხუანასა და კანაფთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მკაცრდება – კანონი დამტკიცებულია. 2 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მარიხუანა-კანონი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi