“დედამ არ იცის, რომ არც ერთი შვილი აღარ ჰყავს… ერთი გოგონა 4 წლის იყო, მეორე კი, ჯერ 3 წლისაც არ იყო” – იმერეთში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ზესტაფონში მომხდარი ავარიისასდაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმებმა მცირეწლოვნის გადარჩენა ვერ შეძლეს. მძიმედ არის ბავშვების დედაც, რომელიც ქუთაისში, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და სიცოცხლისთვის იბრძვის.

როგორც „პრაიმტაიმს“ოჯახის ახლობელმა უთხრა, დედამ მომხდარ ტრაგედიაზე არაფერი იცის.

„გონს რომ მოვიდა, ბავშვები მოიკითხა – მიმიხედეთო. არ იცის, რომ არც ერთი შვილი აღარ ჰყავს… ერთი გოგონა 4 წლის იყო, მეორე კი, ჯერ 3 წლისაც არ იყო. ეს სამწუხარო ამბავი გუშინ უნდა ეთქვათ დედისთვის, მაგრამ დამძიმდა და ექიმმა ოჯახს ურჩია, არ ეთქვათ, ვერ გადაიტანსო…“.

26 ივნისს, ზესტაფონში, თვრინი-ალავერდის პერიმეტრზე, ავარია მსხვერპლით დასრულდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა კაცი და ერთი მცირეწლოვანი ადგილზე დაიღუპა, მეორე მცირეწლოვანი კი, კლინიკაში, გუშინ გარდაიცვალა.

- Advertisement -
Ad imageAd image

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

წყარო: Prine Time

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). “დედამ არ იცის, რომ არც ერთი შვილი აღარ ჰყავს… ერთი გოგონა 4 წლის იყო, მეორე კი, ჯერ 3 წლისაც არ იყო” – იმერეთში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები. 2 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/დედამ-არ-იცის-რომ-არც-ერთ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi