მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის კონკურსზე „Shanghai International Wine Challenge“ (SIWC) ქართულმა ღვინოებმა 96 ჯილდო მოიპოვეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

კონკურსი გასულ კვირას შანხაიში გაიმართა და მასზე წარდგენილი იყო 200 ქართული ღვინო. ხუთდღიანი კონკურსის ერთი საკონკურსო დღე მხოლოდ ქართულ ღვინოს დაეთმო. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გამარჯვებულმა ღვინოებმა შემდეგ კატეგორიებში მიიღეს ჯილდოები:

10 – „პლატინა:
44 – „ოქრო“
35 – „ვერცხლი“
2 –„საუკეთესო ტროფი“
5 –„პოპულარული“

დეტალები იხილეთ ლინკზე: http://en.siwc.sh.cn/winning.html

კონკურსს „Shanghai International Wine Challenge“ (SIWC) ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა დაესწრო.

რიგით მე-19 კონკურსი 2006 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია მსოფლიოს მასშტაბით ღვინის უმაღლესი ხარისხის წარმოჩენა და საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტურული ურთიერთობების გაღრმავება ჩინეთის ბაზარზე.

SIWC წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პლატფორმას ღვინის მწარმოებლებისთვის, სადაც მათ შეუძლიათ თავიანთი პროდუქცია გააცნონ ღვინის პროფესიონალებს, მედიასა და მომხმარებლებს. გამარჯვებული ღვინოები აქტიურად შუქდება პრესაში და იღებს ფართო აღიარებას.

კონკურსის ორგანიზატორია შანხაის ვაიგაოციაოს თავისუფალი სავაჭრო ზონა (Shanghai Waigaoqiao Free Trade Zone), მსაჯთა გუნდი შედგება 80-მდე ღვინის პროფესიონალისგან, ღვინო ფასდება ბრმა დეგუსტაციის პრინციპით, რაც უზრუნველყოფს პროცესის მაქსიმალურ ობიექტურობასა და გამჭვირვალობას. გამარჯვებული ღვინო ჯილდოვდება შემდეგ კატეგორიებში: პლატინა, ოქრო, ვერცხლი, ტროფი და პოპულარული.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის კონკურსზე „Shanghai International Wine Challenge“ (SIWC) ქართულმა ღვინოებმა 96 ჯილდო მოიპოვეს. 1 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მსოფლიოს-ერთ-ერთ-ყველაზე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi