„შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუნდობელ და უკომპრომისო ბრძოლას უცხადებს ნარკორეალიზატორებს. საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდების მომავლისთვის ნარკოტიკები არის უდიდესი მტერი“-დავით კიკნაძე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

„შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუნდობელ და უკომპრომისო ბრძოლას უცხადებს ნარკორეალიზატორებს“, – განუცხადა „ქრონიკას“ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ.

მისი თქმით, სამართალდამცველები 24 საათის განმავლობაში ახორციელებენ ნარკოდამნაშავეების სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას.

„ბოლო პერიოდში დაკავებულია 18 ნარკოდამნაშავე, საიდანაც ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. ასევე, 298 კგ ჰეროინი.

მინდა აღვნიშნო პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ნარკოდამნაშავეებთან ბრძოლის წინააღმდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აძლევს საშუალებას, რომ იყოს უფრო ეფექტური და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ ნარკორეალიზატორები.

საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდების მომავლისთვის ნარკოტიკები არის უდიდესი მტერი. აქედან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუნდობელ და უკომპრომისო ბრძოლას უცხადებს ნარკორეალიზატორებს“, – აღნიშნა დავით კიკნაძემ.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომელიც ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტს და ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებს ეხება, ბიუროს სხდომაზე ინიციირებულია. საკანონმდებლო ინიციატივების მიზანია, ქვეყანა ეფექტიანად ებრძოლოს ნარკოტიკების რეალიზაციას.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუნდობელ და უკომპრომისო ბრძოლას უცხადებს ნარკორეალიზატორებს. საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდების მომავლისთვის ნარკოტიკები არის უდიდესი მტერი“-დავით კიკნაძე. 30 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/შინაგან-საქმეთა-სამინის/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi