პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმითბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100...

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

დედაქალაქის მერიამ, სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დაფინანსების პროგრამით, ბოლო წლებში საქართველოსა და ქვეყნის გარეთ არსებულ კლინიკებში, ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა.

ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ დღეს ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და მოთხოვნადი მიმართულებაა სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების პროგრამა. ამ პროგრამის ფარგლებში, 100 ათასზე მეტი შემთხვევა უკვე დაფინანსდა. ეს არის სხვადასხვა ოპერაციები, ძვირადღირებული მკურნალობა, მედიკამენტები, რომელიც განაცხადის საფუძველზე ფინანსდება. ასევე ჩვენ მიგვაჩნია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს უნდა ჰქონდეთ სრულფასოვანი წვდომა მუნიციპალურ სერვისებზე, რომლებიც დედაქალაქშია. შესაბამისად, 10 000-მდე ბავშვი იღებს ვაუჩერს და უფასოდ სარგებლობს სხვადასხვა შეთავაზებით, რაც გააჩნია მუნიციპალიტეტსმოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, სხვადასხვა სპორტული და სახელოვნებო წრეების სახით“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ. გააგრძელეთ კითხვა

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
  რატომ გვავიწყდება ყველაფერი? – ციფრული ამნეზიის მიზეზები და აღმოფხვრის გზები ახალგაზრდებისთვის
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი