საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ აქციების დროს დაკავებული ონისე ცხადაძის მამა გარდაიცვალა.
ონისეს ძმა, სანდრო ცხადაძე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ სურს, პანაშვიდზე მისი ძმა მის გვერდით იდგეს.
“უბრალოდ, მინდა, ჩემი ძმა იდგეს პანაშვიდზე ჩემ გვერდით, ისეთს რას ვითხოვთ?!” – წერს სანდრო ცხადაძე.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს – მათ შორისაა ონისე ცხადაძეც.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძეს და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს