„რაც მეტს გლანძღავენ, უფრო სწორ გზაზე ხარ“ – რას უწერს აჩიკო გულედანი შვილს, რომელსაც ჰაგიოგრაფიის სწავლებაზე მოსაზრების გამო აკრიტიკებენ

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

მომღერალი აჩიკო გულედანი შვილს, მარიამ გულედანს საჯაროდ მიმართვას, სადაც ურჩევს, რომ კითხვების დასმის არ მოერიდოს და თქვას, რასაც ფიქრობს.

მომღერალმა შვილს პოსტი მაშ შემდეგ მიუძრვნა, რაც მარიამს ჰაგიოგრაფიის სწავლების შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირა. „მინდა, ვინმემ დამიბრუნოს ის დრო, რომელიც „გრიგოლ ხანძთელის” წაკითხვაში დავკარგე”, – თქვა მარიამმა „ფორმულას“ ეთერში.

„ერთი ამბავი აგიტეხავს, შულო )) სანამ ჰაგიოგრაფიაზე, სწავლების მეთოდებზე, ან ისტორიის ცოდნის აუცილებლობაზე მეასედ დავილაპარაკებთ მე და შენ, ბარემ საჯაროდ გეტყვი: კითხვების დასმის არ მოგერიდოს, არც “სხვა რას იფიქრებს” მაგის. რაც უფრო მეტს გდევნიან, ან გლანძღავენ, უფრო სწორ გზაზე ხარ იცოდე. მეტი კითხვა დაუსვი შენ თავს და სხვასაც და ყოველთვის თქვი ის, რასაც ფიქრობ არ არის მარტივი ეგ, მაგრამ “ჩვენ” რომ ვერ შევძელით, ანგარიში რომ გავუწიეთ და ტონს დავუწიეთ, იმიტომ ვართ იქ, სადაც ვართ.

მოკლედ, შენ გზაზე იარე მამუს. ისეც და ასეც, სულ შენთან ვარ, ან ასტამით, ან ასტამზე“, – წერს გულედანი.

- Advertisement -
Ad imageAd image

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „რაც მეტს გლანძღავენ, უფრო სწორ გზაზე ხარ“ – რას უწერს აჩიკო გულედანი შვილს, რომელსაც ჰაგიოგრაფიის სწავლებაზე მოსაზრების გამო აკრიტიკებენ. 7 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/რაც-მეტს-გლანძღავენ-უფრ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi