რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა, 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, მგზავრებს ვერ მოემსახურება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ამის მიზეზია ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოები.
“რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, მგზავრებს ვერ მოემსახურება. აღნიშნულ პერიოდში საბაგირო გზაზე განხორციელდება გეგმური ინსპექტირებისა და ტექნიკური მომსახურების სამუშაოები“, – ნათქვამია თბილის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. 27 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/რიყისა-და-ნარიყალას-დამა/
