სიცხე ზრდის დეპრესიის და შფოთვის რისკს მოზარდებში
ახალი კვლევა გვიჩვენებს კლიმატის ცვლილების გავლენას ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე
ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
ჩინეთში ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა კვლევამ, რომელშიც 20,000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა, დაადგინა პირდაპირი კავშირი სიცხის ტალღებსა და მოზარდებში დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომებს შორის.
კვლევამ აჩვენა, რომ მაღალ ტემპერატურაზე ბავშვები და თინეიჯერები გაცილებით ხშირად უჩიოდნენ დაღლილობას, მოწყენილობასა და შფოთვას.
რაც უფრო დიდხანს გაგრძელდებოდა სიცხე, მით უფრო მძაფრი იყო ფსიქიკური სიმპტომები.
დეპრესიის და შფოთვის რისკი გაიზარდა საშუალოდ 13%-ით, ხოლო სოფლის რეგიონებში მცხოვრებ ბიჭებში — 22%-მდე. გააგრძელეთ კითხვა