შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემამდინარე მტკვარზე ორთაჭალჰესის თაღოვანი ხიდის სრული რეაბილიტაცია დაიწყება

მდინარე მტკვარზე ორთაჭალჰესის თაღოვანი ხიდის სრული რეაბილიტაცია დაიწყება

მდინარე მტკვარზე 28 ივნისიდან ორთაჭალჰესის თაღოვანი ხიდის სრული რეაბილიტაცია დაიწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული სამუშაოები ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

„თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კიდევ ერთ მნიშვნელოვან სამუშაოებს იწყებს. პროექტის ფარგლებში, ხიდის სავალ ნაწილს დემონტაჟი ჩაუტარდება, მოეწყობა კონსტრუქცია, წყალარინების სისტემა და შესრულდება ჰიდროიზოლაციის სამუშაოები.

ასევე, დაზიანებული მოაჯირები აღდგება და მისი კონსტრუქციები გამაგრდება; გარე განათების ძველი ბოძები შეიცვლება და დამონტაჟდება თანამედროვე, ენერგოეფექტური LED სანათები; განახლდება ტროტუარები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

  თიკა ფაცაციას დედა - „ზუსტად ისეთი სიძე მყავს, როგორი თვისებების მამაკაციც მინდოდა თიკას გვერდით…“
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი