შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„არსებობს გამოწვევები, პრობლემები, მაგრამ არ გვეშინია. ვიცით, რა სჭირდება ქალაქს, რა პროექტებია...

„არსებობს გამოწვევები, პრობლემები, მაგრამ არ გვეშინია. ვიცით, რა სჭირდება ქალაქს, რა პროექტებია განსახორციელებელი, როგორ უნდა დალაგდეს პრიორიტეტები“-კახა კალაძე

მომდევნო წლების განმავლობაში ისეთ პროექტებს განვახორციელებთ, რომ ჩვენი დედაქალაქი გამართული ინფრასტრუქტურით კიდევ უფრო მოწესრიგებული, მწვანე და ლამაზი გახდეს, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ინფრასტრუქტურის პოლიტიკის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული პროექტების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

კახა კალაძის თქმით, მომდევნო წლებში პრიორიტეტები სწორად დალაგდება, განხორციელდება პროექტები, რაც დედაქალაქს კიდევ უფრო მოწესრიგებულს და ლამაზს გახდის.

„მიუხედავად ბევრი გაკეთებული საქმისა, განხორციელებული პროექტებისა, ცხადია, არსებობს გამოწვევები, პრობლემები, მაგრამ არ გვეშინია. ვიცით, რა სჭირდება ქალაქს, რა პროექტებია განსახორციელებელი, როგორ უნდა დალაგდეს პრიორიტეტები. მომდევნო წლების განმავლობაში ისეთ პროექტებს განვახორციელებთ, რომ ჩვენი დედაქალაქი გამართული ინფრასტრუქტურით, კიდევ უფრო მოწესრიგებული მწვანე, სუფთა და ლამაზი გახდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

  ლოცვა, რომელიც პანტელეიმონ მკურნალისადმი იკითხება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი