პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorized„სინოდალური კომისიის დასკვნის საფუძველზე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსთან დაკავშირებული საქმის სხვა მასალების...

„სინოდალური კომისიის დასკვნის საფუძველზე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსთან დაკავშირებული საქმის სხვა მასალების გარკვევამდე, შეჩერდეს აღნიშნული ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლოს მიერ ა.წ. 6 ივნისს გამოტანილი განაჩენი“-ილია II

საქართველოს საპატრიარქო მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგისთან (ჯამდელიანი) დაკავშირებულ საქმეზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს ბრძანებას აქვეყნებს.

„საქართველოს საპატრიარქოს გაფართოებული სინოდალური კომისიის ა.წ. 19 ივნისის დასკვნის საფუძველზე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგისთან (ჯამდელიანი) დაკავშირებული საქმის სხვა მასალების გარკვევამდე, შეჩერდეს აღნიშნული ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლოს მიერ ა.წ. 6 ივნისს გამოტანილი განაჩენი“, – ნათქვამია ბრძანებაში.

ცნობისთვის, სინოდალურმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა ილია II-ს, რომ საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებში გარკვევამდე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 6 ივნისს გამოტანილი განაჩენი შეჩერდეს.

კერძოდ, როგორც ცნობილია 6 ივნისს გაიმართა მარნეულისა და ჰუჯაბის საეპისკოპოსო სასამართლო, რომელზეც „მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის წინააღმდეგ მკვლელობის მცდელობისა და შეთქმულების გამო გ.შ.-ს გულწრფელ სინანულამდე წმინდა და საღვთო ზიარების მიღება აეკრძალა“.

 

  ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყოველთვის უბრუნდებიან ყოფილებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი