ისრაელი ადასტურებს ირანის მიერ იერუსალიმზე კასეტურ ქობინიანი ბალისტიკური რაკეტით დაბომბვას

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ირანმა ისრაელის მიმართულებით კასეტური ქობინებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. სამხედრო რადიოსადგურ „გალეი ცაჰალის“ ცნობით, რაკეტებიდან ერთ-ერთმა მაინც ისრაელის საჰაერო თავდაცვა გაარღვია და იერუსალიმის თავზე აფეთქდა.

არსებული ინფორმაციის თანახმად, ირანის მიერ გაშვებული ერთ-ერთი რაკეტა იერუსალიმის ცენტრიდან დაახლოებით 7 კილომეტრის სიმაღლეზე აფეთქდა, 8 კილომეტრის რადიუსში დაახლოებით 20 კასეტური საბრძოლო ელემენტი (ქვე-ჭურვი)  გაფანტა. რომლებც საცხოვრებელ შენობებს მოხვდა და მიყენებული ზიანი მცირე ზომის რაკეტით დარტყმას შეესაბამება.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების სარდლობა ხაზს უსვამს, ასეთი რაკეტები გაცილებით საშიშია, ვიდრე ჩვეულებრივი რაკეტები, რადგან  კასეტური საბრძლო ელემენტების (ქვეჭურვების)  ჩაჭრა გაცილებით რთულია და ისინი მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ, თუმცა ნაკლებად, ვიდრე ჩვეულებრივი მაღალფეთქებადი ქობინებით ბალისტიკური რაკეტები.

იერუსალიმში ისრაელის თავდაცვის ძალების სარდლობამ დაადასტურა, რომ ირანმა დღეს ქალაქის ცენტრში კასეტური საბრძოლო  ქობინებით სულ მცირე ერთი ბალისტიკური რაკეტა ისროლა, – ნათქვამია განცხადებაში.

- Advertisement -
Ad imageAd image

კითხვის გაგრძელება…

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ისრაელი ადასტურებს ირანის მიერ იერუსალიმზე კასეტურ ქობინიანი ბალისტიკური რაკეტით დაბომბვას. 20 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ისრაელი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi