გაერო
2024 წელს, ომის ზონებში, ბავშვთა მიმართ ძალადობამ უპრეცედენტო ნიშნულს მიაღწია, – აღნიშნულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოხსენებაში. დოკუმენტის მიხედვით, ბავშვებზე ძალადობის თვალსაზრისით, პალესტინის ტერიტორიები პირველ ადგილზეა.
“2024 წელს ბავშვთა მიმართ ძალადობამ შეიარაღებულ კონფლიქტში მიაღწია უპრეცედენტო დონეს – 2023 წელთან შედარებით, სერიოზული დარღვევების რიცხვი 25%-ით არის გაზრდილი”, – აღნიშნულია გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის მოხსენებაში.
ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს 41,370 სერიოზული დარღვევა აღრიცხეს – მათ შორის 36,221 ჩადენილია უშუალოდ 2024 წელს, ხოლო 5,149 – ადრე, მაგრამ 2024 წლამდე მისი დადასტურება ვერ ხერხდებოდა.
Sheni Network
ცნობისთვის, ბავშვებზე ძალადობის თვალსაზრისით, 2023 წელიც რეკორდული მაჩვენებლით გამოირჩეოდა. ამ წელს, 2022 წელთან შედარებით, ბავშვთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი 21%-ით იყო გაზრდილი.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. 2024 წელს, ომის ზონებში, ბავშვთა მიმართ ძალადობამ უპრეცედენტო ნიშნულს მიაღწია – გაერო [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d/
sheniekimi.ge/ambebi
