პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიომეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი 4 წლის ბავშვი, შემთხვევით გამვლელმა დაიჭირა

მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი 4 წლის ბავშვი, შემთხვევით გამვლელმა დაიჭირა

მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი 4 წლის ბავშვი, შემთხვევით გამვლელმა, დაიჭირა, 37 წლის მამაკაცმა დაიჭირა. შემთხვევა იტალიის ქალაქ ტურინში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი კლინიკაშია გადაყვანილი, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მედიის ცნობით, მას ხელებისა და გულმკერდის დაზიანება აქვს მიღებული.

კარაბინერების პირველადი მოკვლევით, ოთხი წლის იტალიელი გოგონა სახლში მშობლებთან ერთად იმყოფებოდა.

„როდესაც დავინახე, რომ ბავშვი გადმოვარდა, მისკენ გავემართე, თვალები დავხუჭე და იმედი მქონდა, რომ ყველაფერი საუკეთესოდ დასრულდებოდა. მე დავიჭირე ის, შევამსუბუქე დაცემა და ორივე მიწაზე დავენარცხეთ. ეს ყველაფერი რამდენიმე წამში მოხდა: მე შეყვარებულთან ერთად გამოვედი პურის საყიდლად, მოპირდაპირე კორპუსიდან ყვირილი გავიგეთ. პატარა გოგონა უფრო და უფრო იხრებოდა და რაფაზე აძვრა, მხოლოდ ორი ხელით ეჭირა, ფეხები ჰაერში ჰქონდა, მე დავიწყე ყვირილი, რომ გაჩერებულიყო და შიგნით შებრუნებულიყო, მაგრამ მან ვერ გაიგო…

დაცემის შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ შვება – პატარამ ტირილი დაიწყო და ჩვენ ვთქვით „ცოცხალია“. დაცემიდან რამდენიმე წუთში გოგონას მშობლებიც გამოვიდნენ: „შოკში იყვნენ, მათთან საუბარი ვერ მოვახერხე“, – თქვა კაცმა ადგილობრივ მედიასთან.

  სიახლე მათთვის, ვინც ბალიზე დასვენებას გეგმავს - რა შეიცვალა კორორტის სტუმრებისთვის?
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი