ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საელჩო უსაფრთხოების რეკომენდაციებს ავრცელებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ისრაელში საქართველოს საელჩო,ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის გათვალისწინებით, მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს.

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დიპლომატიური მისია მუდმივ კავშირზეა ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე აქტიურ კოორდინაციაშია ადგილობრივ უწყებებთან და ვითარებას მუდმივად აკვირდება.

„საელჩოს თანამშრომლებმა სატელეფონო კონსულტაცია უკვე გაუწიეს 200-ზე მეტ მოქალაქეს. გაიმართა არაერთი პირადი შეხვედრა, მათ შორის ქალაქ ბათ-იამში მყოფ თანამემამულეებთან“, — ნათქვამია განცხადებაში.

საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, მკაცრად დაემორჩილონ ისრაელის ხელისუფლების ინსტრუქციებს, განგაშის სიგნალის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადავიდნენ თავშესაფრებში და დაიცვან უსაფრთხოების ყველა პროტოკოლი.

დამატებითი ინფორმაციისთვის, საელჩო მოქალაქეებს სთხოვს, თვალყური ადევნონ ოფიციალურ პლატფორმებს.

 

 

საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საელჩოს შემდეგ ნომრებზე:
📞 +972 526 919092
📞 ცხელი ხაზი 24/7 — +972 3 609 3206.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საელჩო უსაფრთხოების რეკომენდაციებს ავრცელებს. 18 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ისრაელში-მყოფი-საქართველ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi