შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემასპორტის მინისტრმა ეთერ ლიპარტელიანს ისტორიული გამარჯვება მიულოცა

სპორტის მინისტრმა ეთერ ლიპარტელიანს ისტორიული გამარჯვება მიულოცა

საქართველოს სპორტის მინისტრმა უნგრეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატისას ეთერ ლიპარტელიანს მსოფლიოს პირველობაზე მოპოვებული ისტორიული ოქროს მედალი მიულოცა. მინისტრმა ძიუდოისტს წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ ტურნირებში გამარჯვებები უსურვა.

ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა და პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი გახდა, რომელმაც სენიორებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა.

ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე სამი მედალია. ვერცხლი ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ), ბრინჯაო კი ლუკა მაისურაძემ(-90 კგ) მოიპოვეს.

ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

  „მე, ზელენსკის და პუტინს გვსურს, რომ ეს დასრულდეს - როდის დასრულდება, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ომი დასრულდება“-ტრამპი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი