ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

უნგრეთში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ფინალი ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე ტიმურ არბუზოვთან დათმო და ვიცე-ჩემპიონი გახდა.

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ფინალამდე მან თურქი ვედათ ალბაირაქი, ბულგარელი გეორგი გრამატიკოვი და ბელგიელი მატიას კესი დაამარცხა, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ ზელიმ ცკაევს სძლია.

მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია. ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა და პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი გახდა, რომელმაც სენიორებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია. 17 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ტატო-გრიგალაშვილი-მსოფლი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi