დღეს ოტია იოსელიანის დაბადების დღეა.
ოტია იოსელიანი წყალტუბოში, თავისივე ხელით აშენებულ ლამაზ ოდა სახლში ცხოვრობდა, სადაც მთელი საქართველოდან ჩადიოდნენ მწერლები, მსახიობები, ხელოვნებათმცოდნეები და სხვა პროფესიის ადამიანები. შეხვედრები ოტიას ხელით გაკეთებულ ბუხართან იმართებოდა და ეს სახლი, მისი გარდაცვალების შემდეგაც რჩება კულტურისა და ხელოვნების სალონად.
ცნობილი ქართველი მწერალი 1930 წლის 16 ივნისს წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბში დაიბადა. 1961 წელს დაამთავრა სსრკ მწერალთა კავშირთან არსებული უმაღლესი ლიტერატურის კურსები. თხზულებებს აქვეყნებდა 1954 წლიდან.
მოთხრობების პირველი კრებული „კარის მეზობლები“ გამოსცა 1957 წელს. ნაყოფიერად მუშაობდა როგორც ნოველისტიკაში, ისე რომანის ჟანრში, წერდა პიესებსა და კინოსცენარებს. იოსელიანის რომანებში („ვარსკვლავთცვენა“, 1962; „ტყვეთა ტყვე“, „შავი და ცისფერი მდინარე“, 1975) მთავარია ომის თემა. ავტორი ყურადღებას ამახვილებდა ზნეობრივ-ეთიკურ პრობლემატიკაზეც (რომანი „იყო ერთი ქალი“, 1970). იოსელიანი ინტენსიურად მუშაობდა საბავშვო მწერლობის დარგში (კრებულები „ცხრა მთას იქით“, 1969; „დაჩის ზღაპრები“, 1973; „ცაგამთენია“, 1973 და სხვა). ავტორია ათამდე პიესისა, რომელთაგან რამდენიმე („ადამიანი იბადება ერთხელ“, „როცა სიყვარული მოვა“, „სანამ ურემი გადაბრუნდება“, „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“) დაიდგა საქართველოს და საკავშირო თეატრების სცენაზე. ავტორია კინო სცენარებისა „ჩქარი მატარებელი“, „მალე გაზაფხული მოვა“, „თეთრი ქალიშვილი“ და სხვა. იოსელიანის ცალკეული თხზულებანი თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.
ქართველი მწერალი 2011 წლის 14 ივლისს გარდაიცვალა. იგი წყალტუბოში, საკუთარი სახლის ეზოშია დაკრძალული.
ოტია იოსელიანი — გამონათქვამები
„გაჭირვება არ ამართლებს უზნეობას, გაჭირვება არ ამართლებს ხელმრუდობას, უწესობას. მუდამ უჭირდა ჩვენს ხალხს, მაგრამ ქვეყანას არ ვაქცევდით, არ ვქურდობდით, არ ვძარცვავდით, არ ვუსაქმურობდით. ყველაზე დიდი დანაშაული უსაქმურობაა, რომლისგანაც ყველა ბოროტება წარმოიშობა. სამსახური არ იშოვებაო, რომ ამბობენ, რა, ყანა არ იშოვება?! მიდი და დარგე ხე! თუ არ გაქვს ეზო, ქუჩაში დარგე! პარლამენტში რომ მიძვრებიან, იმათ ერთი ხე დაურგავთ და გაუხარებიათ?! საქმე უნდა გაიჩინო და გექნება! მთავრობა სასურველი არასოდეს ყოფილა თუნდაც მდიდარ ქვეყანაში. მთავრობა ძალადობრივია თავისი ბუნებით და არავის უყვარს მოძალადე. მიწის ყველა ნაგლეჯი შენი ქვეყანაა და მოუარე! ერი შობს კულტურას და რა დონისაცაა, იმ დონისას ქმნის.“
„ვინც იბადება, იმის ცალიც იბადება, მაგრამ საუბედუროდ, იმ ათასობით უსახურში იმ შენი ტოლფასის პოვნა ჭირს. არც ის შენი ნამდილი ნახევარი არგია სხვას და არც შენ–სხვის ნახევარს. ორივეს დაღლილი წამებაა და ძებნა უპოვარისა. ხანჯლით შუაში გაჩეხილი არიან ადამიანები და სხვა სხვის ნახევარს სახელდახელოდ, ნაჩქარევად მიკერებული. ვერ ჰგუობს სხეული უცხო სხეულს და ერთმანეთს წამლავს. ათასში ერთს თუ გამართლებია და თავისი ნახევარი დასტოლებია.“
„შენი ერთგულების ნიჭი რომ დაინახო, ვინმეს უნდა დასჭირდეს ეს ერთგულება”
„თუ თხუთმეტი წლის არაფრად ვარგა, არც სამოცდათხუთმეტის არ ივარგებს. ჭკუა ხანში კი არ არის, ჭკუა თავშია. ოთხმოცი წლის შტერი არავის უნახავს? “
„ადამიანებს ერთმანეთის დანდობა და სიყვარული იმიტომ გვჭირდება, რომ ცხოვრებაა დაუნდობელი და კაცთმოძულე.“
„ერთ მოყვარე მტერს ასი გადამთიელი მტრის ოდენი ვნების მოტანა შეუძლია.“
„ყოველ ადამიანს აქვს ამ ქვეყნად კუნჭული, სადაც ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს.“
„არ მინდა შენ ისე გიყვარდე, უჩემობა ვერ გადაიტანო. მე ორი სიკვდილით ვერ მოვკვდები…“
„თუ ვინმეს მართლა უყვარდი და გიღალატა, იცოდე, იგი ამას უშენოდ ვერ შეძლებდა.“
„სიყვარული დიდი ტვირთია, სუსტი, უძლური და უნიათო ვერ ასწევს, ვერ ატარებს…“
„ა, ბატონო, გაზაფხული კარზეა მომდგარიდა გაჭინჭყლებული მკაცრად ითხოვს:ან ხვნა თესვას უნდა მიეჩვიოთ, ან ჭამა-სმას უნდა გადაეჩვიოთ.“
„ადამიანი ბუნების შვილია.გარემო-ბუნების ხელყფა მშობლის ხელყოფაა.“
„ადამიანი მიწას არ უნდა მოაშორო, რომ უკაფავ-უხნავ-უთესველად მომკა არ ისწავლოს.“
„ადამიანი მიწის შვილია და დედას რომ მოსწყდება, ყველა და ყველაფერი დედინაცვლად ექცევა.“
„არავინ იცის, ადამიანები გულწრფელად როდის ტირიან ან იცინიან, მაგრამ ვინც დარდისგან გასიებული ცრემლებს ჩუმად ყლაპავს, გწამდეთ, მეგობრებო! ის მართლა ტირის…“
„ბედნიერების წყურვილია, რომ ადამიანს მწყურვალს სტოვებს.“
„ბევრი ვაკეთე და ვაშენე, მეყოფა, აწი სხვებმა აშენონ და აკეთონო, რომ იტყვი და ხელებს დაიბან იცოდე, იმ დღიდან ანგრევ, თუ რამე აგიშენებია.“
„ბრძენი და უბირი ერთმანეთის გვერდით იზრდებიან, ცხოვრობენ და ბერდებიან. ერთმანეთს ყოველდღე ხვდებიან და არ იცნობენ.“
„გაზაფხული უმერცხლოდაც მოვა, მერცხალი არ მოვა უგაზაფხულოდ.“
„გამოცდილებით, თავგადასულობით რომ ჭკუის სწავლა შეიძლებოდეს, რაც ჩვენს ქვეყანას თავს გადახდენია, ჩვენში, ბრძენი კი არა, სულელი იქნებოდა სანთლით საძებარი.“
„დამარცხებას ათასი გამამართლებელი საბუთიც რო ჰქონდეს, მაინც დამარცხებაა.“
„დედისათვის ყვავის ბახალაც შვილია და არწივის მართვეც, მაგრამ ქვეყნისთვისაა სხვადასხვა.“
„ენაა ერის სისხლი, ჯიში და ჯილაგი. წარმომავლობა, რაც ისტორიას დაავიწყდა, ენას ახსოვს. ერები რომ გადაშენდნენ, მათი ენა ცოცხლობს. ენა მკდარი ერების ძეგლია.“
„ერთ მოყვარე მტერს ასი გადამთიელი მტრის ოდენი ვნების მოტანა შეუძლია.“
„ეშმაკის მოტყუებაც შეიძლება, მაგრამ ეშმაკზე ეშმაკი უნდა იყო.“
„ეჭვით უნდა უყურო ყოველნაირ საკუთარ ღირსებას, თორემ თავმა თავისადმი მიკერძოება იცის და დაგღუპავს.“
„ვინც არ მომკვდარა, მან სიცოცხლის ფასი არ იცის.“
„ბავშვობას და ყრმობას ადამიანი კი არ შორდება, რაც დრო გადის, უახლოვდება. პატარაობისას გინდა, რომ მოზრდილი იყო, მალე დაკაცდე, დამოუკიდებლობა მოიპოვო და ამდენად გაურბიხარ, თორემ მოწიფულობაში თვალი უკან გრჩება და ბავშვობას მართლა თუ ვერ უბრუნდები, იქ კი ტრიალებ.“
„მხოლოდ დაჩოქილ ლოცვას ისმენენ ღმერთები.“
„თავიდან ყველაფერი ძნელია.“
„დიდი ხნით უსაშველოდ შეყვარებულ ქალთან პირველი პაემანი გახსოვთ? გახსოვთ, აბა რა ჯანდაბა დაგავიწყებთ.“
„ოფლისა და სისხლის დაუღვრელად დამოუკიდებლობა არავის დაუმკვიდრებია.“
„ჭირის დღე მძიმე-მძიმედ გადის, მიჯახირობს, მიიზლაზნება, თუ გათენდა, დაღამება არ ეღირსება და თუ დაღამდა – გათენებას არ დაადგება საშველი. მაგრამ ერთი კია – ცხოვრებას ასწრებ. ბედნიერი უკან მოხედვას ვერ ახერხებს, წუთისოფელი ხელიდან ისე გამოეცლება.“
„მგონია, ადამიანი იმაზე ადრეც კი, სანამ ანბანის სწავლას დაიწყებდეს, რაღაცისთვის უკვე მოწოდებულია და მერე ოჯახი, სკოლა და ინსტიტუტი მასში მხოლოდ იმას ზრდიან, რისთვისაც ის გაჩნდა.“
„ერთგული, უღალატო შრომა გამოიღებს ნაყოფს.“
„ყოველ ადამიანს აქვს ამ ქვეყნად კუნჭული, სადაც ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს.“
„ჭკუა თავშია და არა ხანში.“
„ვისაც ერთი ძირი ხე არ დოურგავს, ის ჩრდილში არ უნდა შეუშვა, სულ პაპანაქებაში უნდა არონიო.“
„მაცხოვარმა თქვა, ოფლითა თქვენითა მოიპოვეთ პური თქვენი არსობისაო. სახელმწიფო, რომელსაც თავისი გამოსაკვები პური ვერ მოჰყავს თავის მიწაზე, სახელმწიფო არ არის, მათხოვარია. მათხოვარი კი ვერაფერს ღირებულს ვერ შექმნის. სანამ ამ პურს შენი თვითონ ვერ მეიყვან ამ მიწაზე, მანამდე არაფერი გეშველება. ჩვენ რომ ნამათხოვრები პური გვეჭამა, „ვეფხისტყაოსანს“ დავწერდით კი არა, წამკითხავიც არ გვეყოლებოდა დღეს.“
„ვენახს ვწამლავდი „მაშინით“. დამიძახეს მეზობლებმა, – წვრილთვალება კაცი გკითხულობსო. რაღაც ვიზამდი, გამევედი ჭიშკარში მაშინაჩამოკიდებული. რო დამინახა, უკან გაბრუნდა, – იზვინიტე, ია ქოლეგა იშჩუო. ვინ არის მერე შენი კოლეგა-მეთქი. ონ პისათელო! მაშინ მე ვიქნები-თქვა. არაო! ონ დრამათურგო! მაინც მე ვიქნები-თქვა. არაო, ონ ოჩენ ზნამენითი დრამათურგო!.. მოკლედ, ძლივს დავაჯერე.“
„წიგნი უზენაესია. ესენი ანადგურებენ წიგნს. პრეზიდენტი ეუბნება რამდენიმე ათას პირველკლასელს: ჩვენ გვჭირდება ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე ახალგაზრდობაო. ჩვენ გვჭირდება სტუდენტობა ინტერნეტზე მიერთებულიო. ვერ ამოვხსენი ვერაფრით, ვინ გვიშვრება ამას და რატომ. ვერც ის გავიგე, რად გვჭირს ეს უშველებელი.“
„საპატრონოა არა მხოლოდ ენა, არამედ მთელი ქვეყანა. რას დაამსგავსეს, ხომ ხედავთ. მტრისას, ჩვენ რომ დღეში ვართ. დანგრეული და დაქცეული საქართველო, თუმცა ჩვენი ბრძოლის მთავარი იარაღი მაინც სიტყვაა, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ სიტყვით, ოღონდ ჯერ სიტყვაზე ვიზრუნოთ.“
„- ბატონო ოტია, „დიდების მემორიალს“ რას ერჩოდნენ, ხომ ვერ მეტყვით?
– რას გაიგებ გიჟებისას? ისე, გიჟსაც გააჩნია, მაგას გიჟიც არ იზავდა!“
„მე შენ გეტყვი, მდიდარი ენა არ გვაქვს, თუ სიტყვები გვაქვს საძებარი?! ეგ გვაქვს და ფასი არ ვიცით ამ საგანძურის. „ვეფხისტყაოსანში“ რაც სიტყვებია, არ გვყოფნის საწერად და სალაპარაკოდ?! რასაც ის არ ხმარობს, ჩვენ რატომ ვხმარობთ, თუკი იმ გენიოსს არ დაჭირვებია?!“
„ბევრი ვაკეთე და ვაშენე, მეყოფა, აწი სხვებმა აშენონ და აკეთონო,– რომ იტყვი და ხელებს დაიბან — იცოდე, იმ დღიდან ანგრევ, თუ რამე გიშენებია.“
„ვისაც ერთი ძირი ხე არ დოურგავს, ის ჩრდილში არ უნდა შეუშვა, სულ პაპანაქებაში უნდა არონიო.“
„ოცდაათი წლის ახალგაზრდა არ გამიგია მე. ახალგაზრდა არის თხუთმეტი წლის. ოცი წლის კაცია უკვე, კაცი! თუ თხუთმეტი წლის არაფრად ვარგა, არც სამოცდათხუთმეტის არ ივარგებს. ჭკუა ხანში კი არ არის, ჭკუა თავშია. ოთხმოცი წლის შტერი არავის უნახავს? “
„არავინ იცის, ადამიანები გულწრფელად როდის ტირიან ან იცინიან, მაგრამ ვინც დარდისგან გასიებული ცრემლებს ჩუმად ყლაპავს, გწამდეთ, მეგობრებო, ის მართლა ტირის….“
„დამარცხებას ათასი გამამართლებელი საბუთიც რო ჰქონდეს, მაინც დამარცხებაა.“
„მაცხოვარმა თქვა, ოფლითა თქვენითა მოიპოვეთ პური თქვენი არსობისაო. სახელმწიფო, რომელსაც თავისი გამოსაკვები პური ვერ მოჰყავს თავის მიწაზე, სახელმწიფო არ არის, მათხოვარია. მათხოვარი კი ვერაფერს ღირებულს ვერ შექმნის. სანამ ამ პურს შენ თვითონ არ მეიყვან შენს მიწაზე, მანამდე არაფერი გეშველება. ჩვენ რომ ნამათხოვრები პური გვეჭამა, რავარც დღეს ვჭამთ, “ვეფხისტყაოსანს” დავწერდით კი არა, წამკითხავიც არ გვეყოლებოდა დღეს.“
„ვენახს ვწამლავდი “მაშინით”. დამიძახეს მეზობლებმა, – წვრილთვალება კაცი გკითხულობსო. რაღას ვიზამდი, გამევედი ჭიშკარში მაშინაჩამოკიდებული. რო დამინახა, უკან გაბრუნდა, – იზვინიტე, ია ქოლეგა იშჩუო. ვინ არის მერე შენი კოლეგა-მეთქი. ონ ფისატელო! მაშინ მე ვიქნები-თქვა. არაო! ონ დრამათურგო! მაინც მე ვიქნები-თქვა. არაო, ონ ოჩენ ზნამენითი დრამათურგო!.. მოკლედ, ძლივს დავაჯერე.“
„ენაა ერის სისხლი, ჯიში და ჯილაგი.წარმომავლობა,რაც ისტორიას დაავიწყდა,ენას ახსოვს.ერები რომ გადაშენდნენ,მათი ენა ცოცხლობს.ენა მკდარი ერების ძეგლია.“
„წიგნი უზენაესია. ესენი ანადგურებენ წიგნს. პრეზიდენტი ეუბნება რამდენიმე ათას პირველკლასელს: ჩვენ გვჭირდება ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე ახალგაზრდობაო. ჩვენ გვჭირდება სტუდენტობა ინტერნეტზე მიერთებულიო. ვერ ამოვხსენი ვერაფრით, ვინ გვიშვრება ამას და რატომ. ვერც ის გავიგე, რად გვჭირს ეს უშველებელი.“
„ბავშვობას და ყრმობას ადამიანი კი არ შორდება, რაც დრო გადის, უახლოვდება. პატარაობისას გინდა, რომ მოზრდილი იყო, მალე დაკაცდე, დამოუკიდებლობა მოიპოვო და ამდენად გაურბიხარ, თორემ მოწიფულობაში თვალი უკან გრჩება და ბავშვობას მართლა თუ ვერ უბრუნდები, იქ კი ტრიალებ.“
„ა, ბატონო, გაზაფხული კარზეა მომდგარი და გაჭინჭყლებული მკაცრად ითხოვს:ან ხვნა–თესვას უნდა მიეჩვიოთ, ან ჭამა-სმას უნდა გადაეჩვიოთ!“
„ქალი რავარი ასატანია, მარა, რომ გიყვარს, რა გინდა რო ქნა! “
„მილიარდობით ტვინის უჯრედები აქვს კაცს, მარა, თუ არა განავითარე, რათ გინდა მერე. აკოტრიალე ეს თავი აქეთ-იქით, გამოვა რამე?