„ანსამბლ „ბერმუხას“ ლეგენდარული წევრი მუხამედ ირემაძე 105 წლის ასაკში გარდაიცვალა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ანსამბლ „ბერმუხას“ ლეგენდარული წევრის მუხამედ ირემაძის გარდაცვალების გამო მის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„ანსამბლ „ბერმუხას“ ლეგენდარული წევრი მუხამედ ირემაძე 105 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, მის უსაყვარლეს ანსამბლ „ბერმუხას“ და საქართველოს არაჩვეულებრივი ხელოვანისა და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანის, ბატონი მუხამედ ირემაძის გარდაცვალებას. მან ქართული ფოლკლორის განვითარებაში წარუშლელი კვალი დატოვა“. – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

ანსამბლი „ბერმუხას“ წევრები დაარსების დღიდან ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციას ეწევიან. ანსამბლი „ბერმუხა“ 1982 წელს ჩამოყალიბდა და 80 წევრისგან შედგებოდა. სახელი წევრების ასაკის გამო შეერქვა. „ბერმუხას“ რეპერტუარში აჭარული ტრადიციული ცეკვებია.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „ანსამბლ „ბერმუხას“ ლეგენდარული წევრი მუხამედ ირემაძე 105 წლის ასაკში გარდაიცვალა. 16 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ანსამბლ-ბერმუხას-ლეგე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi