ისტორიაში პირველად, ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურს ქალი უხელმძღვანელებს – ბლეიზ მეტრეველი თანამდებობას ოფიციალურად ოქტომბრიდან დაიკავებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ისტორიაში პირველად, ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის, MI6-ის ხელმძღვანელი ქალი იქნება. წარმოშობით ქართველი ბლეიზ მეტრეველი ოფიციალურად თანამდებობას ოქტომბრიდან დაიკავებს და მოქმედ ხელმძღვანელ, რიჩარდ მურის ჩაანაცვლებს. მეტრეველი ორგანიზაციის მე-18 ხელმძღვანელი იქნება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ისტორიული უწოდა. სტარმერმა ასევე განაცხადა, რომ ბლეიზ მეტრეველი აღნიშნულ თანამდებობას იკავებს იმ დროს, როდესაც გაერთიანებული სამეფო მზარდი საფრთხეების წინაშე დგას მოწინააღმდეგეების მხრიდან.

„მოუთმენლად ველოდები ამ სამუშაოს გაგრძელებას MI6-ის მამაც ოფიცრებთან და აგენტებთან და ჩვენს მრავალ საერთაშორისო პარტნიორთან ერთად“, – განაცხადა მეტრეველმა.

მეტრეველი სადაზვერვო სამსახურში 1999 წლიდან მუშაობს. ამ ეტაპზე ის Q დეპარტამენტის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კრიტიკულად მნიშვნელოვანი განყოფილების ხელმძღვანელია. დეპარტამენტის მიზანია საიდუმლო აგენტების ვინაობის საიდუმლოდ შენახვა და მოწინააღმდეგეებისგან თავის დაღწევის ახალი გზების შემუშავება.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ისტორიაში პირველად, ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურს ქალი უხელმძღვანელებს – ბლეიზ მეტრეველი თანამდებობას ოფიციალურად ოქტომბრიდან დაიკავებს. 16 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ისტორიაში-პირველად-ბრიტ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi