პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოავიაკატასტროფის დროს ერთი მგზავრი, 40 წლის ვიშვაშ კუმარ რამეში გადარჩა

ავიაკატასტროფის დროს ერთი მგზავრი, 40 წლის ვიშვაშ კუმარ რამეში გადარჩა

ინდოეთში ავიაკატასტროფის დროს ერთი მგზავრი, 40 წლის ვიშვაშ კუმარ რამეში გადარჩა.

ინდური მედიის თანახმად, გადარჩენილი მგზავრი აცხადებს, რომ აფრენიდან ოცდაათი წამის შემდეგ ძლიერი ხმაური გაისმა და თვითმფრინავი ჩამოვარდა.

ბრიტანეთის მოქალაქე ვიშვაშ კუმარ რამეში რამდენიმე დღით ინდოეთში ოჯახის მოსანახულებლად იმყოფებოდა და დიდ ბრიტანეთში ბრუნდებოდა. ის 20 წელია, ბრიტანეთში ცხოვრობს.

ინდური მედია წერს, რომ გადარჩენილმა მგზავრმა „დარტყმითი დაზიანებები“ მკერდზე, თვალებსა და ფეხებზე მიიღო.

„როდესაც ავდექი, ჩემ გარშემო ყველგან გვამები იყო. შემეშინდა, ავდექი და გავიქეცი. ჩემ გარშემო ყველგან თვითმფრინავის ნამსხვრევები იყო. ვიღაცამ ხელი მომკიდა, სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩამსვა და საავადმყოფოში წამიყვანა“, – განაცხადა ვიშვაშ კუმარ რამეშმა.

ავიაკომპანია Air India-ს სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა დღეს ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადში განიცადა. თვითმფრინავი – Boeing 787-8 Dreamliner დასავლეთ ინდოეთის ქალაქის აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში, საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა. ავიაკომპანიის ცნობით, 230 მგზავრიდან 169 ინდოეთის მოქალაქე იყო, 53 – ბრიტანეთის, შვიდი – პორტუგალიის და ერთი – კანადის.

მანამდე ადგილობრივმა პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აჰმედაბადში თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, სავარაუდოდ, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
  რუსეთმა უკრაინას 1000 დაღუპული უკრაინელის ცხედარი დაუბრუნა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი