სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დიდთოვლობის გამო სულ მცირე 49 ადამიანი დაიღუპა.
CNN-ის ცნობით, უხვმა ნალექმა წყალდიდობა გამოიწვია. ყველაზე მეტად ქვეყნის აღმოსავლეთ კეიპის პროვინცია დაზარალდა. რეგიონში შეიქმნა პრობლემები ელექტრომომარაგებასთან, გზებზე კი საცობები წარმოიქმნა, რადგან მოსახლეობა საფრთხის გამო საკუთარი სახლების დატოვებას ცდილობდა.
იქვე, წყალმა წაიღო სკოლის ავტობუსი, რომელშიც 13 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის მოსწავლეები. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათი გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა.
📌 ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. სამხრეთ აფრიკაში დიდთოვლობას 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 აგვ 26]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%ae%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%97-%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%97%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9a/
sheniekimi.ge

