ცუკერბერგს ხელოვნური „სუპერინტელექტის“ შექმნა სურს – მის კომპანიაში ამისთვის ახალი ლაბორატორია უკვე გახსნილია

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

Meta-ს ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი ქმნის გუნდს ხელოვნური „სუპერინტელექტის“ შესაქმნელად.

The New York Times-ის ინფორმაციით, მის კომპანიაში ამისთვის ახალი ლაბორატორია უკვე გახსნილია და ბიზნესმენი ამ პროექტისთვის 50 ადამიანის დაქირავებას აპირებს. საუბარია AGI-ზე (Artificial General Intelligence) – ხელოვნური ინტელექტის თეორიული კვლევების სფეროზე, რომელიც მიმართულია ადამიანის დონის კოგნიტიური ფუნქციების მქონე ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე.

კანდიდატების შერჩევაში ცუკერბერგი პირადად მონაწილეობს. პროექტს მრავალმილიონიანი ინვესტიციები დასჭირდება. მასში ასევე ჩართულია Scale AI-ს დამფუძნებელი ალექსანდრ ვანი. ცუკერბერგს ხელოვნური „სუპერინტელექტის“ შექმნა სურს

Meta-ს ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი ქმნის გუნდს ხელოვნური „სუპერინტელექტის“ შესაქმნელად.

The New York Times-ის ინფორმაციით, მის კომპანიაში ამისთვის ახალი ლაბორატორია უკვე გახსნილია და ბიზნესმენი ამ პროექტისთვის 50 ადამიანის დაქირავებას აპირებს. საუბარია AGI-ზე (Artificial General Intelligence) – ხელოვნური ინტელექტის თეორიული კვლევების სფეროზე, რომელიც მიმართულია ადამიანის დონის კოგნიტიური ფუნქციების მქონე ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე. .

კანდიდატების შერჩევაში ცუკერბერგი პირადად მონაწილეობს. პროექტს მრავალმილიონიანი ინვესტიციები დასჭირდება. მასში ასევე ჩართულია Scale AI-ს დამფუძნებელი ალექსანდრ ვანი.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ცუკერბერგს ხელოვნური „სუპერინტელექტის“ შექმნა სურს – მის კომპანიაში ამისთვის ახალი ლაბორატორია უკვე გახსნილია. 11 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ცუკერბერგს-ხელოვნური-სუ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi