აშშ-ში პრინცესა დიანას ნივთების უმსხვილესი აუქციონი გაიმართება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

აშშ-ში, Julien’s Auctions-ზე პრინცესა დიანას ნივთების კოლექცია გაიყიდება. აუქციონი „პრინცესა დიანას სტილი და სამეფო კოლექცია“ 26 ივნისს გაიმართება.

„ეს პრინცესა დიანას ნივთების უმსხვილესი აუქციონია, იმიტომ რომ მისი საოცარი ცხოვრებიდან 100-ზე მეტი ნივთი გვაქვს წარმოდგენილი“, – განაცხადა Julien’s Auctions-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა მარტინ ნოლანმა.

ყველაზე გამორჩეულ ლოტებს შორის არის აბრეშუმის კაბა ყვავილოვანი პრინტით Bellville Sassoon-ისგან, რომელიც პრინცესას არაერთხელ ეცვა საავადმყოფოებში ვიზიტებისას. აუქციონზე ასევე გატანილი იქნება Dior-ის ჩანთა, რომელიც დიანას საფრანგეთის ყოფილმა პირველმა ლედიმ ბერნადეტ შირაკმა აჩუქა.

აუქციონზე მიღებული თანხის ნაწილი საქველმოქმედო ორგანიზაციას Muscular Dystrophy UK გადაეცემა.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). აშშ-ში პრინცესა დიანას ნივთების უმსხვილესი აუქციონი გაიმართება. 11 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/აშშ-ში-პრინცესა-დიანას-ნი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi