პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემასაქართველოში შესაძლოა, UFC-ის ღონისძიება ჩატარდეს

საქართველოში შესაძლოა, UFC-ის ღონისძიება ჩატარდეს

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ნიუარკში UFC 316-ის ღონისძიების ფარგლებში UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითს შეხვდა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა ისაუბრა საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე და დანა უაითს საქართველოში UFC-ის ღონისძიების მასპინძლობა შესთავაზა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ UFC-ის ერთ-ერთი ღონისძიების საქართველოში ჩასატარებლად მოლაპარაკებები და შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოში MMA-ის განვითარების პერსპექტივებზე. შალვა გოგოლაძემ დანა უაითს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში დაგეგმილი MMA-ის მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ და UFC-ის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.

დანა უაითთან შეხვედრას ესწრებოდნენ UFC-ის მრავალწლიანი პარტნიორის – კომპანია SPRIBE-ს წარმომადგენლები, რომლის დამფუძნებლის, დავით ნატროშვილის ორგანიზებით შედგა შეხვედრა UFC-ის პრეზიდენტთან.

  საქართველოში გარკვეულ პროფესიებზე შესაძლოა, ონლაინ სწავლება დაიწყოს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი