ავარია ავტობანზე – სურამი-ხაშურის დამაკავშირებელ წრესთან, გვიან ღამით, მიკროავტობუსი, რომელსაც ექსკურსიაზე მყოფი ბავშვები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა. ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, მეხანძრე-მაშველებისა და სამართალდამცველების რამდენიმე ეკიპაჟი.
დაშავებულები ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
Sheni Network
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ანუ უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება გამოიწვია.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. ავტობანზე, სკოლის ექსკურსიის მიკროავტობუსი, რომელსაც ბავშვები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0/
sheniekimi.ge/ambebi

