პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაახალქალაქში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს

ახალქალაქში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს

ახალქალაქში, ზაზა ფერაძის სახელობის საწყის საბრძოლო მომზადების ცენტრში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს. 

დღეიდან ისინი თავდაცვის ძალების სრულუფლებიანი სამხედრო მოსამსახურეები არიან და კონტრაქტის ფარგლებში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში იმსახურებენ. რეკრუტებს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით დასრულება ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ მიულოცა და საქართველოს თავდაცვის ძალებში ღირსეული სამსახური უსურვა.

რეკრუტებმა რვა კვირის განმავლობაში გაიარეს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT), რომლის ფარგლებშიც განივითარეს ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო უნარები და შეისწავლეს საერთო საჯარისო წესდებები.

ფიცის დადების ცერემონიას საბრძოლო მომზადების ცენტრის ხელმძღვანელი პირები, რეკრუტების მშობლები და ოჯახის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე ახალციხისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების შვიდი საჯარო სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ.

კითხვის გაგრძელება…

  ისრაელმა ირანის თავდაცვის სამინისტროს შენობაზე იერიში მიიტანა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი