გილოცავთ სულთმოფენობას! ტრადიციულად, საქართველოს ყველა ტაძარი ყვავილებითა და ხის ტოტებით იმოსება – მართლმადიდებელი ქრისტიანები სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავენ.
სახარების მიხედვით, სულიწმინდა უფლის მოციქულებზე ცეცხლის სახით გადმოვიდა. ამ დღეს მორწმუნები ტაძრებში ყვავილებით მიდიან, წირვის დასრულების შემდეგ კი მუხლდრეკის ლოცვები იკითხება. სულთმოფენობის დღესასწაული აღდგომიდან 50- ე დღეს აღინიშნება.
ტრადიციულად, საქართველოს ყველა ტაძარი ყვავილებითა და ხის ტოტებით იმოსება – მართლმადიდებელი ქრისტიანები სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავენ.
სულთმოფენობის დღესასწაული უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფლის მოციქულებზე სულიწმინდა ცეცხლის ენების სახით გადავიდა და ყოველი მათგანი სულიწმინდით აივსო. მოციქულებმა მანამდე მათთვის უცნობ ენებზე დაიწყეს საუბარი. იერუსალიმში მცხოვრებ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ადამიანებს უკვირდათ, რადგან ისინი მათთვის გასაგებ ენებზე საუბრობდნენ.
ამ დროს მოციქულებს მიეცათ მადლი ღვთის სიტყვის ქადაგებისა, რათა მათ სხვადასხვა ქვეყანაში ექადაგათ უფლის სარწმუნოება. რადგან ისინი უბრალო მეთევზეები, მებადურები იყვნენ და წერა-კითხვა არ იცოდნენ, უცებ ვერ ისწავლიდნენ სხვადასხვა ენას, ამიტომ ისინი სულიწმიდის მადლით ამეტყველდნენ იმ ენაზე, რომელ ენაზეც ამა თუ იმ ქვეყანაში უნდა ექადაგათ ჭეშმარიტი სარწმუნოება.
ასეთი გადმოცემაც არსებობს: რადგან საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, ამიტომ ის ამეტყველდა ქართულად, რათა ქართულად ექადაგა ჭეშმარიტი სარწმუნოება. თუმცა მისი კურთხევითვე, ეს ყოველივე აღასრულეს მოციქულებმა – ანდრიამ და სვიმონ კანანელმა.
სულიწმიდის გარდამოსვლის დღესასწაულამდე, შაბათს, ეკლესიაში იხდიან დიდ პანაშვიდს მიცვალებულების სულის საოხებლად. სულის შაბათი, ანუ სულთაობა – ასე უწოდებენ ამ დღეს და ადამიანები საკუთარი გარდაცვლილების მოსახსენებლად, მათი სულის საოხებლად ეკლესიაში მოდიან, ესწრებიან საყოველთაო პანაშვიდს. მეორე დღეს კი, ანუ სულიწმიდის მოფენის დღეს, საზეიმო წირვისას ეკლესია ხის მწვანე რტოებით, ბალახებითა და ყვავილებით ირთვება, რაც იმ წმიდა და განმაცხოვებელ მადლს მოგვაგონებს, სულიწმიდის მოფენის შემდეგ რომ ვიღებთ. ყვავილები და სიმწვანე, სიმბოლურად, სიცოცხლის მანიშნებელია.
ტროპარი: კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან ყოვლად ბრძნად მეთევზურნი გამოაჩინენ, მიჰფინე რა მათ ზედა ყოვლად-წმიდა სული შენი, და მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირე, კაცთ-მოყუარე, დიდება შენდა.
კონდაკი: რაჟამს იგი გარდამოხდა და ენანი შეურივნა, მიმოდაჰყუნა მაღალმან ნათესავნი, ხოლოაწ რაჟამს ცეცხლისა ენანი განუყუნა, ერთბამად მოიყუანნა იგინი, ამისთჳსცა ერთობით ვადიდებდეთ სულსა ყოვლად-წმიდასა, თანასწორსა მამისა და ძისასა.