ჩრდილოეთ ოსეთი ოსური ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსს ითხოვს
ჩრდილოეთ ოსეთის მოსახლეობა შეშფოთებულია ოსური ენის პოზიციების მკვეთრი შესუსტებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ ოსეთის კონსტიტუციით ოსურ ენას რუსულთან ერთად სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს, ეს სტატუსი კანონმდებლობით გამყარებული არ არის.
2024 წლის დეკემბერში, საერთაშორისო ოსური მოძრაობის – “ოსთა უმაღლესი საბჭოს“ ყრილობაზე, ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელს, სერგეი მინაილოს ოფიციალურად მიმართეს თხოვნით, რომ მიღებულ იქნას კანონი “ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ენების შესახებ“.
თუმცა, ხელისუფლებამ ამ მიმართვაზე არანაირი რეაგირება არ მოახდინა, რის შემდეგაც საზოგადოებამ ინიციატივა საკუთარ ხელში აიღო: ჩრდილოეთ ოსეთის საგვარეულო საბჭოებმა (თაობათა უხუცესთა სამდივნოებმა) ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს სერგეი მინაილოსადმი მოწოდებების გაგზავნა – დაიცვას კონსტიტუცია და შეაჯეროს ენობრივი პოლიტიკა მოქმედ კანონმდებლობასთან. კითხვის გაგრძელება…