პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისიახლეებიპოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი გახდა

პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი გახდა

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მემარჯვენე ისტორიკოსმა კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა.

ქვეყნის საარჩევნო კომისიამ ყველა ხმის დათვლის შემდეგ გამოაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ხმათა 50,9% მიიღო, მისმა კონკურენტმა – ვარშავის ლიბერალმა მერმა რაფალ ტშასკოვსკიმ კი – 49,1%.

ეგზიტპოლების მიხედვით, რომელთა შედეგებიც გუშინ საღამოს გამოქვეყნდა, არჩევნებს ტშასკოვსი იგებდა – 50,3%-ით. მან მხარდამჭერებსაც კი მიმართა და გამარჯვება აღნიშნა, მაშინ, როდესაც ნავროცკიმ აღნიშნა, რომ ეგზიტპოლის შედეგებით, ორივე კანდიდატის შედეგი ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყო.

BBC წერს, რომ პოლონეთის ახალი პრეზიდენტის რანგში ნავროცკი აქტიურად გამოიყენებს ვეტოს უფლებას, პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის პრო-ევროკავშირული დღის წესრიგით ნაკარნახევი გადაწყვეტილებების დასაბლოკად.

  „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი: ვიდრე ანა ბუჩუკური საჯარო ბოდიშს არ მოიხდის მის მიერ გავრცელებული შეურაცხმყოფელი განცხადებისთვის, არხი უარს აცხადებს გააშუქოს გახარიას პოლიტიკური პარტიის ნებისმიერი აქტივობა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი