ბათუმელი მეზღვაური ჩინეთში ტრაგიკულად დაიღუპა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ბათუმელი მეზღვაური ჩინეთში ტრაგიკულად დაიღუპა. „აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, შემთხვევა, დაახლოებით, ორი კვირის წინ მოხდა.

ახლობლების თქმით, მეზღვაური სიმაღლიდან ვარდნის შედეგად გარდაიცვალა. სხვა გარემოებები ამ დროისთვის უცნობია.

„აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში არ შემოსულა ოფიციალური განცხადება გემთმფლობელის და/ან მეზღვაურის ოჯახის წევრებისგან რაიმე სახის დახმარების გაწევის თაობაზე. ამასთან, ოჯახის წევრების თანხმობის გარეშე, სააგენტოს არ აქვს უფლება, გასცეს ინფორმაცია გარდაცვლილი მეზღვაურის შესახებ,“ – განაცხადეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

ცხედარი საქართველოში ჯერ არ ჩამოუსვენებიათ.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ბათუმელი მეზღვაური ჩინეთში ტრაგიკულად დაიღუპა. 2 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ბათუმელი-მეზღვაური-ჩინეთ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi