პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოაშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები არაკანონიერად ცნო და...

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები არაკანონიერად ცნო და დაბლოკა

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები არაკანონიერად ცნო და დაბლოკა.

სასამართლომ დაადგინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას. გადაწყვეტილება მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ მიიღო, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებს განიხილავს.

სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ მიიჩნია, რომ სპეციალური ეკონომიკური უფლებამოსილებების კანონი, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტარიფების დაწესების საფუძვლად გამოიყენა, მას არ აძლევს გადასახადების თითქმის მთელი მსოფლიოსთვის დაწესების უფლებას.

აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ კონგრესს აქვს უფლება, დააწესოს ტარიფები.

კერძოდ, საქმე ეხება დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ 25-პროცენტიან გადასახადებს კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე, 20-პროცენტიანს ჩინეთიდან და, ასევე, 10-პროცენტიან ტარიფს ყველა ქვეყნის მიმართ.

სასამართლომ ასევე გააუქმა „ორმხრივი“ ტარიფები 20%-დან 50%-მდე 60 ქვეყნის პროდუქციაზე, რომლებიც ძალაში უნდა შესულიყო 9 ივლისს.

ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოში.

  ილონ მასკი - ჩვენ ვცდილობთ დემოკრატიისა და ხალხის ნების აღდგენას
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი