პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება29 მაისი, ამაღლების დღესასწაული - ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია და აღდგომიდან...

29 მაისი, ამაღლების დღესასწაული – ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია და აღდგომიდან მე-40 დღეს აღინიშნება.

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სამ­ყა­რო 29 მაისს ამაღ­ლე­ბის დღე­სას­წა­ულს ზე­ი­მობს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტაძ­რებ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვა-ლოც­ვა აღ­სრულ­დე­ბა.
ამაღლება — ეს გახლავთ ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც ერთ-ერთია თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან.
ამაღლება, აღდგომიდან მეორმოცე, ქრისტეს ზეცად ამაღლების დღეა.

წმინ­და სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით, ქრის­ტე თა­ვის მო­წა­ფე­ებს აღ­დგო­მი­დან 40 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეცხა­დე­ბო­და და სა­სუ­ფევ­ლის შე­სა­ხებ მო­უ­თხრობ­და. აღ­დგო­მი­დან მე-40 დღეს მო­წა­ფე­ე­ბი გა­ლი­ლე­ი­დან იე­რუ­სა­ლიმ­ში ერთ სახ­ლში შე­იკ­რიბ­ნენ, სა­დაც მათ მა­ცხო­ვა­რი გა­მო­ე­ცხა­დათ. იე­სომ შეკ­რე­ბილთ აღუთ­ქვა, რომ მალე მო­უვ­ლენ­და სუ­ლიწ­მინ­დას და უბ­რძა­ნა, იე­რუ­სა­ლი­მი­დან არ წა­სუ­ლიყ­ვნენ.

ქრის­ტემ შემ­დეგ ისი­ნი ბე­თა­ნი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­იყ­ვა­ნა და ელე­ო­ნის მთა­ზე ამაღ­ლდა. მა­ნამ­დე უფალ­მა შეკ­რე­ბილ­ნი აკურ­თხა. ვიდ­რე მო­წა­ფე­ე­ბი ცას შეჰ­ყუ­რებ­დნენ, თეთ­რად მო­სი­ლი ორი კაცი ეჩ­ვე­ნათ. მათ შეკ­რე­ბი­ლებს უთხრეს, რომ ასე­ვე იხი­ლავ­დნენ ზე­ცი­დან მო­მა­ვალ უფალს

ქრისტიანული სწავლებით, ქრისტე მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ეცხადებოდა თავის მოწაფეებს, ესაუბრებოდა მათ ღვთის სასუფეველზე და მოუწოდებდა დარჩენილიყვნენ იერუსალიმში „სულიწმიდის მოფენამდე“.
აღდგომიდან მეორმოცე დღეს ქრისტე მოწაფეთა თვალწინ ამაღლდა ზეცად. ამაღლების დღესასწაული IV-V საუკუნეებში საყოველთაო გახდა ქრისტიანული ეკლესიისათვის.
სარწმუნოების სიმბოლოში, მრწამსში, ვკითხულობთ: „და ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით ღვთისა და მამისა“.
უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
  სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი