საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო ქალაქ ქუთაისში წარდგება კონცეფციით – „საქართველო ღვინის სამშობლო“.
საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, ქუთაისის ისტორიულ ბალახვანის უბანში, 100 საფეხურიანი კიბის ტერიტორიაზე შემდეგი ღონისძიებებია დაგეგმილი:
13:00 – 17:00 საათი – გაიმართება ადგილობრივი ღვინის მწარმოებლების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
14:00 – 17:00 საათი – სტუმრები იმერული ჯიშის ღვინოების დაგემოვნებას ღვინის სივრცეში სომელიეს თანხლებით შეძლებენ.
13:15 – 15:00 საათი – გაიმართება კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებისა და შემსრულებლების მონაწილეობით.
17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდება.
ღონისძიება დასრულდება საზეიმო კონცერტით.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქ. ქუთაისში, ქ. თელავსა და ქ. ახალციხეში გაიმართება.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტო ქუთაისში წარდგება კონცეფციით – „საქართველო ღვინის სამშობლო“. 25 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველოს-დამოუკიდებლ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-25T15:06:37+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
